,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022'' პროექტის ფარგლებში ბათუმში წარმატებით განხორციელდა პროექტი ,,ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი''

 

ვაგრძელებთ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ფარგლებში სტუდენტების მიერ განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის პროექტების შედეგების გამოქვეყნებას.

ამჯერად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების: სალომე ქოქოლაძის, რუსლან გორგაძისა და ილია აბულაძის პროექტის შესახებ მოგიყვებით. სტუდენტებმა წარმატებით განახორციელეს პროექტი  ,,ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი’’, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას სოციალური კვლევების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ.

პროექტის მიზნის მისაღწევად ავტორების ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები, რომელზეც განიხილეს შემდეგი საკითხები: სოციალური კვლევების წარმოშობის ისტორია და წინაპირობები, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების განსხვავება და გამოყენება, კვლევის დიზაინის გაწერა, ემპირიული მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის ეტაპები, კვლევის შედეგების პრეზენტაციის სხვადასხვა გზები და ა.შ.

თითოეული ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებს ასევე ჰქონდათ დავალებები, რომლის ფარგლებში იმუშავეს კონკრეტული სოციალური პრობლემის კვლევაზე და პრაქტიკაში გამოიყენეს ტრენინგებზე მიღებული თეორიული ცოდნა.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.