,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022'' პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრები ქუთაისში გაიმართა

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში აქტიურად გრძელდება სამუშაო შეხვედრების ჩატარება. ამჯერად ქუთაისში მორიგ შეხვედრებზე მოწვეულნი იყვნენ: მირზა ხიდაშელი-ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეა მანაგაძე და თეკლე მორქოშია-“ქუთაისპოსტის“ წარმომადგენლები.

მირზა ხიდაშელმა პორექტის მონაწილეებს გააცნო ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები, მიმოიხილა, რა მნიშვნელობა აქვს მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივ თვითმმართველობაში. დეა მანაგაძემ და თეკლე მორქოშიამ კი ისაუბრეს მასმედიის როლზე სამოქალაქო საოზგადოებისთვისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმატებული ადვოკატირების კამპანიის განხორციელების პროცესში. სტუმრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს აუდიტორიისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.