,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელზეც მოწვეული იყო თათია ხარაბაძე-ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
მოწვეულმა სტუმარმა მონაწილეებს გააცნო პროექტის მართვის ძირითადი მახასიათებლები, მიზნის, სამიზნე ჯგუფის იდენტიფიცირების, აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის საჭირო კომპონენტები. მოწვეულმა სტუმარმა ასევე ისაუბრა პროექტის ფარგლებში როგორი მეთოდოლოგიით შეიძლება სამიზნე ჯგუფის მონაწილეთა შერჩევა. სამუშაო შეხვედრა მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს მიზნისა და ამოცანების დავიწროების გზებზე. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.