,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022'' პროექტის ფარგლებში გორში პირველი ვორკშოფი ჩატარდა

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში გორში სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელზეც მოწვეული იყო გიორგი ოგანესიანი-ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი და სამოქალაქო აქტივისტი.

შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა მომოიხილა სამოქალაქო აქტივიზმისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში, აქტიური მოქალაქისთვის დამახასიათებელი თვისებები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების პროცესში ახალგაზრდების როლი. მონაწილეებმა კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ისაუბრეს სამოქალაქო აქტივიზმში წარმატებული ადვოკატირების კამპანიის მნიშვნელობასა და როლზე.

აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’-ის მონაწილეები: მარიამ ეშმაკურაშვილი და მარიამ ჭყოიძე, რომლებმაც პროექტის ახლანდელ მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.