,,სამოქალაქო ჩრთულობის სკოლა 2022''-ის ფარგლებში ზუგდიდში სამუშაო შეხვედრები ჩატარდა

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში ზუგდიდში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, რომელზეც მოწვეულენი იყვნენ: არჩილ თოდუა-საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ზუგდიდის რეგიონული წარმომადგნელობის კოორდინატორი და ლევან პაპავა-სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს კოორდინატორი.

შეხვედრაზე არჩილ თოდუამ მიმოხილა საზოგადობრივი აზრის კვლევის მეთოდები, საზოგადოების საჭიროებების იდენტიფიცირებისა და ადვოკატირების გზები. ლევან პაპავამ კი ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებისა და მისი პრევენციის გზების შესახებ.

შეხვედრები აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მოიყვანეს ადგილობრივი პრაქტიკული მაგალთები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.