სამოქალაქო ჩართულობის პროექტის ,,პოლიტიკის აი ია'' განხორციელება დაიწყო


 ტრადიციულად, საუნივერსიტეტო კურსის ,,დემოკრატია და მოქალაქეობის’’ ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ანხორციელებენ სამოქალაქო ჩართულობის პროექტებს, ახლა სწორედ ერთ-ერთი მათგანის შესახებ მოგიყვებით.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ანხორციელებენ სამოქალაქო ჩართულობის პროექტს ,,პოლიტიკის აი ია’’, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური იდეოლოგიების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. მიზნის მისაღწევად სტუდენტებს დასახული აქვთ მოსწავლეებს გააცნონ ლიბერალიზმის, კონსერვატიზმის, სოციალიზმის, ფემინიზმის, ეკოლოგიზმისა და ლიბერალური დემოკრატიის იდეათა სისტემები და ღირებულებები.


იხილეთ პროექტის Facebook გვერდი და თვალი ადევნეთ სტუდენტების ძალიან საინტერესო აქტივობებს.


https://www.facebook.com/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%90-106499768530763