2021 წლის 17 ივლისს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საუნივერსიტეტო კურსის ,,დემოკრატია და მოქალაქეობა’’ ლექტორთა ვორკშოფი თემაზე: ,,ადვოკატირება-მექანიზმი სამოქალაქო ზემოქმედებისთვის’’. ვორკშოფს გაუძღვა თამთა ჭრიკიშვილი-მოწვეული ლექტორი თსუ-სა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (CIPA). ვორკშოფის მთავარი მიზანი სასწავლო პროცესში ადვოკატირების სწავლების გაძლიერება იყო.
შეხვედრის დასაწყისში სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ მიმოიხილა კურსის ,,დემოკრატია და მოქალაქეობა’’ მიზანი, განვითარების ისტორია, კურსის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და სამომავლო პერსპექტივები.
ვორკშოფზე განიხილეს ადვოკატირების არსი, მიზანი, ტიპები და მეთოდები, ემპირიულ მაგალითებზე დაყრდნობით თამთა ჭრიკიშვილმა მიმოიხილა ადვოკატირების კამპანიის სამოქმედო გეგმის შემადგენელი ასპექტები, ასევე ყურადღება გამახილვდა ადვოკატრების კამპანიის დროს საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის მნიშვნელობაზე. ვორკშოფი მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილს, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს კონკრეტული ადვოკატირების კამპანიები და ადვოკატირების კამპანიების სამოქმედო გეგმის კომპონენტები.
ვორკშოფში მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა. აღნიშნული
ვორკშოფი ჩატარდა ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.