ზუგდიდში რეგიონული პრეზენტაცია გაიმართა

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში 11 ივლისს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სამოქალაქო ჩართულობის პროექტების რეგიონული პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ მიმოიხილა პროექტის მიზანი, განხორციელებული აქტივობები, შემდეგ კი თითოეულმა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა სამოქმედო პროექტების შედეგები წარადგინა.

შეგდეგების წარდგენისას სტუდენტებმა ისაუბრეს იმ გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ, რომელიც პროექტისგან ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ მიიღეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რა აქტივობები აქვთ დასახული პროექტების მდგრადობისთვის. ღონისძიების დასასრულს პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა ლაშა ნარსიამ მიმართა აუდიტორიას, შეაჯამა შეხვედრა და ზუგდიდში განხორციელებული აქტვობები.

,,შშმ პირების სოციალიზაციის პრობლემები”, ავტორები: ანა აბულაძე, თედო ბიგვავა, ხატია ლაშხია, ონისე ბულისკირია

,,კიბერდანაშაული - პირადი მონაცემების დაცვაზე ახალგაზრდების ინფორმირებულობა’’, ავტორები: კესო ჩხაპელია, მარიამ ქურსუა, სოფია ქუხილავა, გოგა ჩომახია

,,უსაფრთხო და სუფთა გარემოსათვის”, ავტორები: ვერიკო თორდია, ლევან ჭაავა, დავით ლუკავა

„ახალგაზრდების ინფორმირებულობა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ“, ავტორები: მირანდა ფიფია, ელენე გამისონია, კესო შონია, ცოტნე კაკაშვილი.

ხობის საკვირაო სკოლის სამოქმედო პროექტი ,,სამოქალაქო განათლების კლუბი’’,

თითოეული პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, თემატური ფილმის ჩვენება/განიხლვები, პროექტები მოიცავდა კვლევით კომპონენტსაც, რომლის ფარგლებში სტუდენტებმა სიღრმისეული ინტერვიუები ჩაატარეს რესპონდენტებთან.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.