,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021'' ფარგლებში ხობის საკვირაო სკოლაში სამოქმედო პროექტი ,,სამოქალაქო განათლების კლუბი'' ხორციელდება

ეკოლოგია და ეკოლოგიასთან დაკავშირებით მოზარდების ცნობიერების ამაღლება დღეისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონებისათვის, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტისათვის. 

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში ხობის საკვირაო სკოლაში ხორციელდება სამოქმედო პროექტი: ,,სამოქალაქო განათლების კლუბი’’, რომლის მიზანია მოზარდების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებსა და ეკოლოგიაზე. მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში ფილმის ჩვენება/განხილვა და პოსტერების შეჯიბრი გაიმართა, რომელსაც სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დირექტორი თამარ ქარაიაც ესწრებოდა. აქტივობებში მონაწილებას იღებდნენ ის გუნდები, რომლებმაც წინასწარი რეგისტრაცია გაიარეს.

პროექტი ასევე ითვალისწინებს დასუფთავები აქციასა და ინტელექტუალურ შეჯიბრს.

პროექტის ბოლოს, სამივე კომპონენტში (პოსტერების შეჯიბრი, დასუფთავება და ინტელექტუალური თამაში) გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება და ყველა მონაწილე სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდება.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.