,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ტარიელ ხურციძე, ანა ნიქაბაძე, ნანა ბენდელიანი და ნინო ბობოხიძე ახორციელებენ სამოქმედო პროექტს ,,საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიუსაფარი ძაღლების კეთილდღეობისთვის’’.
პროექტის მიზნის მისაღწევად სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით მოეწყო დისკუსია ქუთაისის უნივერსიტეტში. დისკუსიას სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანი ესწრებოდა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემები, საზოგადოების როლი და სახელმწიფოს ვალდებულებები მიუსაფარი ცხოველების დაცვის კუთხით.
გარდა ამისა, საინფორმაციო კამპანიის მიზნით, სტუდენტებმა დაამზადეს ვიდეო, ასევე ემპირიული კვლევის ფარგლებში ჩაატარეს გამოკითხვა წინასწარ შედგენილი კითხვარით, რათა გაეგოთ საზოგადოების დამოკიდებულება მიუსაფარი ცხოველების მიმართ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.