სამოქმედო პროექტი ,,სტუდენტები ყრუ და სმენადაქვეითებული მოზარდების გასაძლიერებლად’’ აქტიურად ხორციელდება

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში აქტიურად გრძელდება  სამოქმედო პროექტის ,,სტუდენტები ყრუ და სმენადაქვეითებული მოზარდების გასაძლიერებლად’’ განხორციელება. სამოქმედო პროექტის ავტორებმა: ანა სიხაშვილმა, თამარ უზუნაშვილმა და ნელი კოტორაშვილმა ქ. თბილისის 203-ე საჯარო სკოლა-პანსიონის ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის მორიგი ტრენინგები ჩაატარეს ადვოკატირების კამპანიისა და თანასწორობის საკითხებზე.

სტუდენტთა სამოქმედო პროექტის ავტორებმა ტრენინგების ფარგლებში განიხილეს შემდეგი თემები: დისკრიმინაციის არსი და ფორმები, თანასწორობა, შშმ პირთა ახალი კანონი, ადვოკატირების კამპანიის არსი და მნიშვნელობა, ასევე ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ადვოკატირების კამპანიას შშმ პირთა ცხოვრებისთვის. ტრენინგს დროს განხილული თითოეული თემა მოიცავდა პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.