,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში ზუგდიდში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: რეგიონული მასმედიის მუშაობის პრინციპები. შეხვედრაზე მოწვეული იყო ,,ლაივპრესის’’ წარმომადგენელი გერონტი ყალიჩავა.
შეხვედრაზე გერონტი ყალიჩავამ პროექტის მონაწილეებს გააცნო ინფორმაციის გავრცელების საშუალებები, ასევე კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით მიმოიხილა რეგიონული მასმედიის მუშაობის პრინციპები და გამოწვევები.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას, ამავე კონტექსტში მონაწილეებმა განიხილეს დეზინფორმაციების უარყოფითი გავლენა საზოგადოებაზე, მაგალითებად კი მოიყვანეს ბოლო დროს სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციები.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.