,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა პროექტის მონაწილეთა ინფორმირებას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი პრინციპების შესახებ. შეხვედრაზე მოწვეული იყო ასოციაცია ,,ათინათის’’ აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან ყალიჩავა.
შეხვედრის ფარგლებში რუსუდან ყალიჩავამ ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკისა და მიზნის შესახებ. სტუმარმა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით მიმოიხილა რეგიონში არასამთავრობო სექტორის მუშაობის თავისებურებები და განხორციელებული აქტივობები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმებისა და შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა რეგიონში არასამთავრობო სექტორის მუშაობის სპეციფიკის განხილვა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.