,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში გორში მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: ,,დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები საქართველოში’’. შეხვედრაზე მოწვეული იყო ირინა ჩანქსელიანი-არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ საერთაშრისო სამართლებრივი პროექტების ხელმძღვანელი, დამოუკიდებელი კონსულტანტი არბიტრაჟის სფეროში.
შეხვედრის ფარგლებში ირინა ჩანქსელიანმა სტუდენტებს გააცნო მოლაპარაკება/ფასილიტაციის განმარტება, მნიშვნელობა, ძირითადი ასპექტები და პრაქტიკული დეტალები. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმარმა ასევე განიხილა მედიაციის არსი, ინსტიტუციონალიზაცია და უპირატესობები, ასევე არბიტრაჟი, მისი გამოწვევები და უპირატესობები სასამართლოსთან შედარებით.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხისა და დისკუსისს რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განხილვა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.