,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა თელავში გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყო ორგანიზაცია ,,კახეთის ხმის’’ სოციალური მედიის მენეჯერი მიშიკო ხალხელაური.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა პროექტის მონაწილეებს გააცნო მედიის არსი, დანიშნულება და ფუნქციები, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მედიის სახალხო ფორუმის ფუნქციაზე. მიშიკო ხალხელაურმა ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების აღმოფხვრის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის როლზე.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მიშიკო ხალხელაურის მიერ გამოცდილების გაზიარება. სტუდენტებმა მოწვეულ სტუმარს აცნობეს თავიანთი სამოქმედო პროექტების თემები და დაგეგმილი აქტივობები. მისგან მიიღეს ვალიდური უკუკავშირი, რომელიც პროექტების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანდ დაეხმარებათ. გარდა ამისა, მიშიკო ხალხელაურმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ორგანიზაცია ,,კახეთის ხმა’’ სტუდენტებს დაეხმარება სამოქმედო პროექტებით განსაზღვრული აქტივობების პოპულარიზაციაში.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.