,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში მორიგი ონლაინ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: ‘’სამოქალაქო საზოგადოება ქმედებაში-გუდიაშვილის მოედნის საპროტესტო მოძრაობა’’. შეხვედრაზე მოწვეული ამავე მოძრაობის მონაწილე და სამოქალაქო აქტივისტი ნანო ზაზანაშვილი.
შეხვედრის ფარგლებში ნანო ზაზანაშვილმა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით მიმოიხილა საქართველოს უახლესი ისტორია, პოლიტიკურ-ეკონომიკური კონტექსტი და ფაქტორები, რამაც განაპირობა გუდიაშვილის სკვერის გადასარჩენად მიმართული მოძრაობის ჩამოყალიბება. მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა მოძრაობის მიზნების, განხორციელებული აქტივობების, წარმატებული შედეგებისა და ამ შედეგების გამომწვევი ფაქტორების შესახებ.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ისტორიულ-ეკონომიკური კონექსტით, რომელშიც გუდიაშვილის მოედნის საპროტესტო მოძრაობა ჩამოყალიბდა და განვითარდა, ასევე სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა იმ ფაქტორების განხილვა, რამაც ამ საპროტესტო მოძრაობის წარმატება განაპირობა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.