ზუგდიდში ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მონაწილეთა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყო ანა ცანავა: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი.
ანა ცანავამ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობებზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებლმა სტუდენტებს რუსეთის ჰიბრიდულ ომზე, ანტიდასავლურ დეზინფორმაციაზე, პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე მიაწოდა ინფორმაცია. სტუმარმა აგრეთვე იმსჯელა ევროკავშირისა და ნატოს მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებებსა და ამ დამოკიდებულებების განმსაზღვრელ ფაქტორებზე.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ბოლოს გაიმართა დისკუსია ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინაამღდეგ ბრძოლის მეთოდების შესახებ.
სტუდენტებმა მოწვეულ სტუმარს გააცნეს მომავალი სამოქმედო პროექტების თემები, მისგან მიიღეს რეკომენდაციები და უკუკავშირი, რომელიც მომავალში სამოქმედო პროექტების განხორციელების პროცესში დაეხმარებათ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.