ბათუმში ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მონაწილეთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყო მალხაზ ჭკადუა ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს წარმომადგენელი’’. სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემები იყო: მოქალაქეთა ძალაუფლებით აღჭურვის საშუალებები და როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მალხაზ ჭკადუამ მიმოიხილა სამოქალაქო საზოგადოებისა და სამოქალაქო აქტივიზმის ძირითადი მახასიათებლები, აჭარის რეგიონის სპეციფიკაზე დაყრდნობით სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილება, გამოწვევები და სამოქალაქო მოძრაობები.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, პროექტის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა რეგიონის კონტექსტის გათვალიწინებით სამოქალაქო აქტივიზმის გამოწვევების განხილვა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.