"სამოქალაქო ჩართულობის სკოლის" მონაწილეები ქუთაისში რეგიონულ სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდნენ

2020 წლის   15 ივლისს, ქუთაისის უნივერსიტეტში მოწვეული სტუმრების რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა "სამოქალაქო ჩართულობის სკოლის"; მონაწილეებთან. სკოლის მონაწილეებს ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი ეკა არველაძე, ასევე რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისათვის
ხელმძღვანელი აკაკი საღინაძე შეხვდა.

შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.  მონაწილეებმა შეხვედრის პირველ ნაწილში განიხილეს, ადვოკატირების კამპანიის არსი, დაგეგმვის გზები და მისი მეთოდები ეკა არველაძესთან ერთად. მეორე ნაწილი დაეთმო სამოქლაქო აქტივიზმის როლს დემოკრატიულ განვითარებაში, მისი ისტორია და დანიშნულება, ასევე მისი პირადი გამოცდილებები გაუზიარა მოსწავლეებს აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.

აღნიშნული შეხვედრების სერია ხორციელდება სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებას ისახავს. #CELA #FES