ქუთაისის უნივერსიტეტში "სამოქალაქო ჩართულობის სკოლის" მონაწილეთა მორიგი შეხვედრა გაიმართა. სკოლის მონაწილეები შეხვდენენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ქეთევან კუხიანიძეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის სტრატეგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოებით მოაწყვეს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის, თანამონაწილეობითი ბიუჯეტის და სხვა სტრატეგიების ინსცენირება.
მონაწილეებმა შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელს გააცნეს მათ მიერ დაგეგმილი პროექტები. განიხილეს მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.
აღნიშნული შეხვედრების სერია ხორციელდება სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებას ისახავს. #CELA #FES