მორიგი შეხვედრა "სამოქალაქო ჩართულობის სკოლის" მონაწილეებისთვის ამჯერად ბათუმში გაიმართა.
მონაწილეებს შეხვდნენ ჟურნალისტები ჯაბა ანანიძე (გაზეთი "ბათუმელები") და ირაკლი ყურუა (გადაცემა "ჰეშთეგი").
შეხვედრაზე განიხილეს მედიის როლი და ფუნქციები საზოგადოებაში; მათ ასევე ისაუბრეს რეგიონის კონტექსტის გათვალისწინებით მედიის თავისუფლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის პროექტი “სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით” ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.