16 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის პროექტის - „სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით“ - მონაწილეთა გაერთიანებული შეხვედრა-ვორქშოპი.
შეხვედრის პირველ ნაწილში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსებმა, მარიამ გოგიაშვილმა და გოგა თუშურაშვილმა სტუდენტებს გაუზიარეს ცოდნა საჯარო ინფორმაციის მოძების სხვადასხვა მეთოდებზე. ასევე, პრაქტიკული მაგალითების დახმარებთ გააცნეს ღია მონაცემების ბაზებთან მუშაობის ხერხები.
მეორე პანელი დაეთმო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშემწყობი ახალგაზრდული ორგანიზაცია „გერგარტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლადო ნაფეტვარიძემ და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის, ქალთა და ახლაგაზრდულ თემებზე მომუშავე ორგანიზაცია „For Better Future“ (უკეთესი მომავლისთვის) წარმომადგენელმა ეკა ზარიძემ მონაწილეებს გააცნეს თავიანთი ორგანიზაციები და მუშაობის სპეციფიკა. ასევე, გაუზიარეს ახლგაზრდულ პროექტებთან მუშაობის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ფინანსური რესურსების მოძიების გამოცდილება. მონაწილეთა აქტიურობამ და ჩართულობამ აჩვენა, რომ შეხვედრა მართლად საინტერესო და ნაყოფიერი იყო მათთვის.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა ფოკუს ჯგუფი, სადაც პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთ მოლოდინებზე, მიზნებზე, გამოცდილებებსა და შედეგებზე, რომლებიც მთელი პროექტის განმავლობაში მიიღეს.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საქარველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.