covid 19- თან ბრძოლის პირობებში აუცილებელი გახდა სახელმწიფოს შემზღუდველი ძალის გაძლიერება, რამაც თავის მხრივ, წაახალისა დისკუსია ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფოს ჩარევას შორის ბალანსის დაცვის საკითხებზე.
სწორედ, სახელმწიფოს როლის და ამ როლის მოცულობის საკითხი იყო ვებინარის მთავარი თემა, რომელიც 9-10 მაისს გაიმართა სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით.
მომხსენებლად მოწვეული იყო პროფ. ზვიად აბაშიძე, რომლის კვლევის არეალი მოიცავს პოლიტიკის თეორიას.
ვებინარში მონაწილეობას ღებულობდნენ სტუდენტები თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, გორის და ზუგდიდის უნივერსიტეტებიდან.
ღონისძიება გაიმართა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.