17 მაისს, "ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის სკოლის" მონაწილეებისთვის მორიგი ონლაინსესია გაიმართა. მონაწილეებმა განიხილეს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადების წარმატებული საქმიანობის მაგალითები. კერძოდ, მოძრაობა გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად სამოქალაქო აქტივისტ თამარ ამაშუკელთან ერთად.
ონლაინსესიაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერიტეტის, შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.
შეხვედრების სერია ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს სტუდენტების სამოქალაქო ჩართულობის წახალისებას.