სამომქალაქო აქტივიზმი არ არის მხოლოდ მოქალაქეთა პროტესტის გამოხატვის ფორმა, არამედ ეს არის კარგად დაგეგმილი მოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას მედიასთან, შერჩეული საკითხის ლობირებასა და ხელისუფლებისთვის ალტერნატივების შეთავაზებას.
სწორედ ამ თემას შეეხებოდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით" გაიმართა ტრეინინგი თემაზე: "პოლიტიკის ადვოკატირება და საჯარო პოლიტიკის პროცესი", ტრენერი ნანი მაჭარაშვილი. ტრეინინგში მონაწილეობდნენ თბილისში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომლებიც ჩართულები არიან ასოციაციის მიერ განცორციელებულ პროექტში "სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის წახალისების გზით", რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ არის დაფინანსებული.