სამოქალაქო აქტივიზმი არ არის მხოლოდ ქუჩაში გამოსვლა. ის კარგად გააზრებული ადვოკატირების კამპანიაა, რომელიც მოიცავს როგორც ქუჩის აქციებს, ასევე ლობირებას, მედიასთან ურთიერთობას და რაც მთავარია გადაჭრის გზის მოძებნას და შეთავაზებას გადაწყვეტილები მიმღებთათვის.
დღევანელი ვორკშოპი თემაზე: ურბანული სამოქალაქო აქტივიზმი თბილისში, "როგორ გადადავარჩინეთ გუდიაშვილის მოედანი" და მისი მომხსენებელი თამარ ამაშუკელი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისათვის გაეცნო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ხანგრძლივი და წარმატებული სამოქალაქო მოძრაობა თბილისის ისტორიული მოედნის გადასარჩენად.
ღონისძიება გაიმართა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობის წახალისებას ისახავს მიზნად.