11-12მაისს, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა ტრეინინგი “სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები”. აღნიშნული ტრეინინგი განკუთვნილი იყო პროექტ “სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით” მონაწილე სტუდენტებისათვის.
პროექტში ჩართული ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდად ემსჯელათ სახელმწიფოს და მოქალაქის პასუხისმგებლობებზე ასევე გაეცნობოდნენ სამოქალაქო საზოგადოების იდეას, მის უმთავრეს მახასიათებლებს, განეხილათ ადვოკატირების კამპანისს თავისებურებები და საუკეთესო გამოცდილების მაგალითები.
აღნიშნული პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ საუნივერსიტეტო ქალაქში ხორციელდება, კერძოდ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ქუთაისში მონაწილეობს წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის რვა სტუდენტი. პროექტის ფარგლებში მონაწილეები იმონაწილევებენ სხვადასხვა ტრეინინგებსა და ვორკშოპებში, გარდა ამისა მათ უნდა განახორციელონ სამოქმედო პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეისწავლიან თემში არსებულ საზოგადოებრივ პრობლემებს და დასახავენ მათი გადაჭრის გზებს.