მოწვევა სამეცნიერო კონფერენციაში განაცხადების მიღებაზე

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდთან (IFES) და საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიასთან თანამშრომლობით იწყებს სამეცნიერო კონფერენციაში "დემოკრატიის გამოცდილება საქართველოში" მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას.


კონფერენცია გაიმართება 24 დეკემბერს.


კონფერენციის სამუშაო თემებია:


კონფერენციის ძირითადი სამუშაო თემებია:
** სამოქალაქო განათლება და მისი სწავლება საქართველოში;
** სამოქალაქო კულტურის, ცნობიერებისა და იდენტობის ტრანსფორმაცია;
** გლობალური მოქალაქეობა და ტექნოლოგიების როლი;
** სამოქალაქო ჩართულობის გზები: ხმის მიცემიდან საზოგადოებრივ საქმიანობამდე;
** ეთნიკურიდან სამოქალაქო ნაციონალიზმზე გადასვლა;
** ნაციონალიზმი, პატრიოტიზმი და მათი აღქმა;
** გენდერული თანასწორობა;
** იდეოლოგიები და მათი აღქმა;
** ღია მმართველობა- ხელისუფლების შეზღუდვა;
** ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა;
** სოციალური კაპიტალი;
** ტრადიციული და სოციალური მედიის როლი.


მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, 2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ მოხსენების აბსტრაქტი (300-500 სიტყვა) Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით, მისამართზე: ljavakhishvili@ifes.org (სათაურში მიუთითეთ კონფერენციის სახელწოდება - "დემოკრატიის გამოცდილება საქართველოში").
კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.


შერჩეულ ავტორებს ეცნობებათ 2018 წლის 12 დეკემბერს.


რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს აუნაზღაურდებათ ტრანსპორტირების ხარჯი.