29 სექტემბერს „სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში“ საუნივერსიტეტო კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სტუდენტთა სამოქმედო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა პროექტები, რომლებიც სტუდენტების მიერ 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მომზადდა.
პროექტების პრეზენტაციაზე სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დირექტორმა თამარ ქარაიამ სტუდენტებს ესაუბრა „დემოკრატია და მოქალაქეობის“ საუნივერსიტეტო კურსის მნიშვნელობაზე, რომ აღნიშნული კურსის მიზანია დაეხმაროს მათ, რომ ჩამოყალიბდნენ დემოკრატიული ქვეყნის ღირსეულ და აქტიურ მოქალაქეებად, რაც ესოდენ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას.
პრეზენტაციაზე საკუთარი სტუდენტური პროექტები წარმოადგინეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერისატეტის სტუდენტებმა. პროექტთა თემატიკა მრავალფეროვანი იყო და ჩვენი საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანეს თემებსა და არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა, რომლის მიზანს საზოგადოების ინფორმირებულობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა წარმოადგენს. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ეხებოდა კულტურულიმემკვიდრეობის დაცვის საკითხებს, სმენადაქვეითებულთათვის მედია-სივრცის ადაპტაციას, წიგნიერების ხელშეწყობას და ა.შ
რეგიონული პარტნიორი უნივერსიტეტიდან ჩართვა განხორციელდა ვიდეო ხიდის მეშვეობით. სტუდენტები ასევე შეეცადნენ საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ დარბაზში მყოფი თანატოლებისათვის, თუ რა გამოცდილება შესძინა და რაში დაეხმარათ მათ აღნიშნული პროექტი.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ყრუთაკავშირის წარმომადგენლები, ხოლო თავად ღონისძიება სუდოთარგმანის თანხლებით წარომართა, რომელიც სტუდენტთა და აღნიშნული კავშირის პარტნიორობის შედეგს წარმოადგენს.
ღონისძიება განხორციელდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"(CELA) მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.