2014 წლის 26-27 დეკემბერს, "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის" წევრებს ჩაუტარდათ ტრეინინგი თემაზე „ასოციაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება, CELA წევრების ჩართულობის, მართვის და კომუნიკაციის საკითხები“.
მონაწილეებს ტრეინინგის პროცესში საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ასოციაციის სტრატეგიულ გეგმას, მასზე დაყრდნობით ჩართულიყვნენ ასოციაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოციაციის საქმიანობაში წევრების ჩართულობის და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობის საკითხებს. ასევე, განხილულ იქნა ასოციაციის წევრებს შორის კომუნიკაციის არსებული მოდელი და შემუშავებულ იქნა მისი განვითარების გზები.
აღნიშნული ტრენინგის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) საქართველოში ფარგლებში.