2-6 ივლისს "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის" ორგანიზებით ქალაქ ბათუმში მოეწყო საზაფხულო სკოლა . საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღო საუნივერსიტეტო კურს "დემოკრატია და მოქალაქეობის" 25-მა კურსდამთავრებულმა თბილისის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდის, სოხუმისა და ბათუმის უნივერსიტეტებიდან.
საზაფხულო სკოლა ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პერიოდში მონაწილეებმა ტრენერებთან ერთად იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა, ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული პრობლემები, ადამიანის სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებები, მოხალისეობის მნიშვნელობა, გენდერული თანასწორობა და საქართველოში ამ კუთხით არსებული მიღწევები და გამოწვევები. ასევე ეფექტური კომუნიკაციისა და სამოქმედო პროექტების დეგეგმვის სტრატეგიებზე.
საზაფხულო სკოლის ტრენერები იყვნენ, როგორც CELA-ს წევრი, ისე მოწვეული პროფესორები.
საზაფხულო სკოლა ჩატარდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"(CELA) მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.