ფოტოკონკურსი თემაზე "მოქალაქე In action"

USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე:

მოქალაქე In action

ფოტოკონკურსს საფუძვლად დაედო IFES-ის მიერ მომზადებული „სამოქალაქო განათლების გზამკვლევი“.

გთხოვთ გაეცნოთ აღნიშნულ გზამკვლევს CELA-ს ვებგვერდზე. http://cela.ge/ge/system/files/efes_brochure_geo_f.pdf

აუცილებელი მოთხოვნები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს (სამივე საგანმანათლებლო საფეხური);
  • დაიცავით კონკურსის თემატიკა (მოქალაქეთა ჩართულობა. გაეცანით „სამოქალაქო განათლების გზამკვლევს“)
  • ერთი ავტორისგან მიიღება მხოლოდ ერთი ფოტო;
  • კონკურსზე არ დაიშვება ფოტოები, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა სხვა ფოტოკონკურსებში;

გამოაგზავნეთ მაღალი რეზოლუციის საავტორო ფოტო (კონკურსზე არ დაიშვება მობილურით გადაღებული ფოტოები, ასევე ფოტო, რომელსაც ექნება წარწერა ან რაიმე ნიშანი);

ფოტონამუშევართან ერთად საკონკურსო ელ.ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოთ შევსებული ანკეტა.

არასრულად შევსებული ანკეტა ან მხოლოდ ფოტო კონკურსზე არ დაიშვება.

მონაწილეობის მსურველებმა ფოტო და  სააპლიკაციო ფორმა  10 დეკემბრამდე გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე cela@info.ge 

23 დეკემბერს მოეწყობა ფოტონამუშევრების გამოფენა, გამოვლინდება სამი გამარჯვებული ფოტო. (ერთს აარჩევს ჟიური, მეორე გამოვლინდება Facebook მოწონებების რაოდენობით, ხოლო მესამე კი გამოფენაზე ხმის მიცემით).

ავტორებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.

სააპლიკაციო ფორმა განთავსებულია CELA-ს ვებგვერდზე facebook.com/celageo.