„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია“ საზოგადოებრივ კოლეჯ „ორიენტირსა“ (თბილისი) და „ამაგთან“ (გორი) ერთად პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ანხორციელებს ზამთრის სკოლას „ტრანსფერული უნარების განვითარება დასაქმების ხელშეწყობისთვის”.
პროექტის ძირითადი მიზანია, პროფესიულმა სტუდენტებმა, ექსტრაკურიკულურ აქტივობებში მონაწილეობით განივითარონ ის ტრანსფერული უნარები, რომლებიც დაეხმარება მათ წარმატებულად დასაქმებაში.
პროექტის ვადები: 01.10.2022-28.02.2023