სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ახორციელებს "ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის სკოლის" პროექტს, რომლის ძირითადი მიზანია აღჭურვოს სტუდენტები ცოდნით და მისცეს მათ მოქალაქისათვის აუცილებელი უნარების განვითარების საშუალება.
2022 წელს პროექტი განხორციელდა ექვს საუნივერსიტეტო ქალაქში. ესენია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი და თელავი. მთლიანობაში, პროექტში ჩაერთო 9 უნივერსიტეტის ოთხმოცამდე ახალგაზრდა.
პროექტი ითვალისწინებდა შეხვედრების სერიას აკადემიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ახალგაზრდებს გაუზარეს ცოდნა და გამოცდილებას პოლიტიკური სისტემის მახასიათებლების, მისი ფუნქციონირების მექანიზმების, მასში ჩართული აქტორების და მასზე ზემოქმედების არსებული ბერკეტების შესახებ.
თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, პროექტის მონაწილეებმა განახორციელეს "სამოქალაქო ჩართულობის პროექტი", რომლის ფარგლებშიც ისინი თემში არსებული პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრაზე იზრუნეს.
სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამცხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა ამ პროექტს უკვე მეოთხე წელია ახორციელებს.
პროექტის დაწყების თარიღი 1/04/2022
პროექტის დასრულების თარიღი 15/11/2022