ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლა

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს "ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლას".

პროექტი მიზნად ისახავს გაზარდოს კონფლიქტთან მოსაზღვრე ზონებში გორის სახელმწიფო და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტების:

1. სამართალმცოდნეობის/ სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პრაქტიკული მექანიზმების გამოყენების უნარი;

2. ჩართოს სამართლის პროგრამის სტუდენტები ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების საზოგადოებისათვის გაზიარების პროცესში;

3. გაზარდოს კონფლიქტისპირა რეგიონში, შერჩეული უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულ სტუდენტთა საზოგადოებრივი კოლეჯების ინფორმირებულება ადამიანის უფლებათა პრინციპების და მისი დაცვის მექანიზმების მიმართ.

პროექტის ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს გორის სახელმწიფო და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტების სამართალმცოდნეობის/სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის 50 სტუდენტი (25-25 თითოეული უნივერსიტეტიდან), ხოლო ირიბ სამიზნე აუდიტორიას - ამავე უნივერსიტეტების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების 40 პროფესიული სტუდენტი. პროეექტის ხანგრძლივობა სამი თვე.

ვადები 15.01.2023- 15.04.2023

პროექტის ბიუჯეტი:19,960 ლარი

 

 

 

 

Project Image: