სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს "ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის სკოლის" პროექტს, რომლის ძირითადი მიზანია აღჭურვოს სტუდენტები ცოდნით და მისცეს მათ მოქალაქისათვის აუცილებელი უნარების განვითარების საშუალება.
პროექტი ხორციელდება ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში. ესენია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი და ზუგდიდი. მთლიანობაში, პროექტში ჩართულია 9 უნივერსიტეტის ოთხმოცამდე ახალგაზრდა.
პროექტი ითვალისწინებს შეხვედრების სერიას აკადემიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ახალგაზრდებს გაუზარებენ ცოდნას და გამოცდილებას პოლიტიკური სისტემის მახასიათებლების, მისი ფუნქციონირების მექანიზმების, მასში ჩართული აქტორების და მასზე ზემოქმედების არსებული ბერკეტების შესახებ.
თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, პროექტის მონაწილეებმა უნდა განახორციელონ "სამოქალაქო ჩართულობის პროექტი", რომლის ფარგლებშიც ისინი მათ თემში არცებული პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრაზე იზრუნებენ.
სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდი ამ პროექტს უკვე მეორე წელია ახორციელებს. 2019 წელს სამიზნე ჯგუფი იყვნენ სტუდენტები თბილისის, ქუთაისის და ბათუმის უნივერსიტეტებიდან.