2015 წლის 28-29 იანვარს, IFES საქართველოს საუნივერსიტეტო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ კურსდამთავრებულმა, რამინ მაჭარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ჯაკარტაში, ინდონეზია, გამართულ AGENDA (სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საერთო საარჩევნო ქსელი ხელმისაწვდომობისათვის) მესამე რეგიონულ დიალოგში შშმ პირებისთვის არჩევნებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.
მან ქართველი ახალგაზრდების სახელით წაიკითხა მოხსენება საქართველოში შშმ პირების მონაწილეობის, ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად შექმნილი ადგილობრივი ინიციატივებისა და სტრატეგიების შესახებ.