29 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასა და ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად ორივე მხარე იღებს ვალდებულებას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ხელი შუწყონ სამოქალაქო განათლების სწავლებას და საჯარო მოხელეების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
სამოქალაქო განათლების კურსის სწავლება აღნიშნულ სკოლაში 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. კურსი მიზნად ისახავს საჯარო მოხელეებისთვის დემოკრატიის არსის და პრინციპების გაცნობას, სახელმწიფოს და ინდივიდის ურთიერთმიმართების განსაზღვრას, საბაზისო სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებას.