USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე:
მოქალაქე In action
ფოტოკონკურსს საფუძვლად დაედო IFES-ის მიერ მომზადებული „სამოქალაქო განათლების გზამკვლევი“.
გთხოვთ გაეცნოთ აღნიშნულ გზამკვლევს CELA-ს ვებგვერდზე. http://cela.ge/ge/system/files/efes_brochure_geo_f.pdf
აუცილებელი მოთხოვნები:
გამოაგზავნეთ მაღალი რეზოლუციის საავტორო ფოტო (კონკურსზე არ დაიშვება მობილურით გადაღებული ფოტოები, ასევე ფოტო, რომელსაც ექნება წარწერა ან რაიმე ნიშანი);
ფოტონამუშევართან ერთად საკონკურსო ელ.ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოთ შევსებული ანკეტა.
არასრულად შევსებული ანკეტა ან მხოლოდ ფოტო კონკურსზე არ დაიშვება.
მონაწილეობის მსურველებმა ფოტო და სააპლიკაციო ფორმა 10 დეკემბრამდე გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე cela@info.ge
23 დეკემბერს მოეწყობა ფოტონამუშევრების გამოფენა, გამოვლინდება სამი გამარჯვებული ფოტო. (ერთს აარჩევს ჟიური, მეორე გამოვლინდება Facebook მოწონებების რაოდენობით, ხოლო მესამე კი გამოფენაზე ხმის მიცემით).
ავტორებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.
სააპლიკაციო ფორმა განთავსებულია CELA-ს ვებგვერდზე facebook.com/celageo.