რა არის ბოროტება? ის თავისთავად არსებულია, თუ მასაც ადამიანის ხელი სჭირდება, რომ განხორციელდეს? შეიძლება თუ არა არსებობდეს რადიკალური ბოროტება? და შესაძლოა თუ არა ბოროტება გახდეს ბანალური.
სწორედ აღნიშნულ თემატიკას შეეხებოდა 6 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ფილმის "ჰანნა არენდტი" ჩვენება, რომელიც სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.
XX საუკუნეში პოლიტიკის თეორტიკოსთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ჰანნა არენდტი. გერმანიის ქალაქ ჰანოვერში დაბადებული ებრაელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს აშშ-ში გამოექცა.
მარგარეტე ფონ ტროტას ფილმი "ჰანნა არენდტი" თეორეტიკოსის ცხოვრების ერთ ეპიზოდს აღწერს, როდესაც მას ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა აგზავნის ისრაელში რათა დაესწროს ეს-ესის წევრის, ჰოლოკოსტის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის ადოლფ აიხმანის სასამართლო პროცესს. რომელმაც მოახერხა გაქცეოდა ნიურბერგის სასამართლოს.
ადოლფ აიხმანი ბრალდებული იყო დააახლოებით 6 მილიონი ებრაელისსაკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანასა და ფიზიკურ განადგურებაში.
სწორედ ამ სასამართლო პროცესზე დაკვირვებით შექმნა არენდტმა თავისი ცნობილი ნაშრომი "ბოროტების ბანალურობის" შესახებ, მასში გამოთქმული მოსაზრებების გამო ავტორი ანტისემიტიზმშიც კი დაადანაშაულეს.
„მე არ ვამართლებ აიხმანს, მე როგორც ადამიანს ვალდებულება მაქვს მოვუსმინო და გავუგო მას. გაგება არ ნიშნავს პატიებას!“ არენდტის აზრით, მხოლოდ აზროვნებას შეუძლია ადამიანი ახლაც და მომავალშიც გადაარჩინოს მსგავსი კატასტროფებისაგან.
ჩვენების შემდეგ გააიმართა საინტერესო დისკუსია სადაც მონაწილეები არაერთხელ შეეხნენ ინდივიდუალიზმის შენარჩულების სირთულეს ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში.
აღნიშნული კონოჩვენება ნაწილია ღონისძიებათა ციკლისა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის სადისკუსიო სივრცის შექმნას. მსგავსი კინოჩვენებები დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონალურ უნივერსიტეტებშიც.