2014 წლის 19 ოქტომბერს საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდმა (IFES) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა სემინარი თემაზე: „მოქალაქეთა უფლებები და ჩართულობის მექანიზმები“.
50-მდე სტუდენტი და ლექტორი დაესწრო სემინარს, რომლის მომხსენებლები იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) პროექტების მენეჯერი ლევან ნატროშვილი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.
მომხსენებლებმა ისაუბრეს: უფლებებსა და პასუხისმგებლობებზე, რომელთაც განსაზღვრავს დემოკრატიული მოქალაქეობა; მოქალაქეთა აქტიურობისა და ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში; ხაზი გაუსვეს იმ გზებს, რომელთა საშუალებითაც მოქალაქეებს შეუძლიათ აქტიურობა და სხვ. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ მოქალაქეთა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება წარმოადგენს მთავრობის კონტროლის მექანიზმს.
სემინარის დამსწრეებს მიეცათ კარგი შესაძლებლობა გაცნობოდნენ საქართველოში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს როლს მთავრობასთან თანამშრომლობისა და კონტოროლის კუთხით.
სემინარი პირველია IFES-ის დისკუსიათა სერიიდან, რომელთა ჩატარება დაგეგმილია საქართველოს მასშატაბით სხვადასხვა უნივერსიტეტებში და მოიცავს მოწვეული მომხსენებლების პრეზენტაციებს სამოქალაქო თემატიკის საკითხების შესახებ, დაწყებული აქტიური მოქალაქეობიდან გენდერული თანასწორობის ჩათვლით.