სტუდენტური პროექტი:ღირებულებების ტრანსფორმაცია სამოქალაქო ჩართულობით

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ფარგლებში განახორციელეს პროექტი, რომელიც ეხებოდა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას სკოლის მოსწავლეებში.

კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა წეროვანში, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი ბავშვები, კერძოდ მე-3-ე საჯარო სკოლის მე-9 -12 კლასის მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში 2014 წლის 2 ივლისს ჩატარდა სემინარები სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტივობის შესახებ. სემინარის თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: პოლიტიკის ბუნება; სამოქალაქო აქტივიზმის არსი; ლიდერობა და ადვოკატირება და სამოქალაქო აქტივიზმის ფორმები საქართველოში.

სემინარი ინტერაქტიული ხასიათის იყო და მოსწავლეებს ჰქონდათ, როგორც დისკუსიაში ჩართვის, ასევე როლური თამაშების გამოყენებით სხვადასხვა სიტუაციის გაანალიზების საშუალება. მეტიც მათ დასახეს მომავალი სამოქალაქო აქტივობების გეგმა. სემინარების ფარგლებში მოსწავლეები თვითონ აწვდიდნენ ინფორმაციას ამა თუ იმ საკითხზე. როლური თამაშის საშუალებით, მოხდა სამოქალაქო ადვოკატირების პროცესის განხილვა. 

სტუდენტებმა სემინარის მონაწილეებს საჩუქრად გადასცეს სამოქალაქო განათლების გზამკვლევი, რომელიც IFES-მა გამოსცა. აღნიშნულ სემინარის მოწყობაში სტუდენტებს დახმარება აღმოუჩინა CELA-მ, IFES-მა, თსუ-ს ადმინისტრაციამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები მომავლისთვის“

Project Image: